„ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის“ და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის“ დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის“ და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის“ დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 582
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018202
582
02/10/2014
ვებგვერდი, 03/10/2014
300160070.10.003.018202
„ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის“ და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის“ დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №582

2014 წლის 2 ოქტომბერი

ქ.თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის“ და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის“ დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის“ და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორიგის“ დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2013  წლის  31 დეკემბრის №415 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017618) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის დებულების“ (დანართი №1):

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დებულება გათვალისწინებულია იმ  პირებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ უფლებამოსილება, განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნიადაგების გამოკვლევა,  მათი ნაყოფიერების დონის  დადგენა   და რეკომენდაციების შემუშავება.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) მე-6-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თესლბრუნვა - ერთსა და იმავე ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მეცნიერულად დასაბუთებული მონაცვლეობა.

7. ნიადაგის ნაყოფიერების დონე - შეფასების საფუძველზე დგინდება  ნიადაგის ნაყოფიერების შემდეგი დონეები: მაღალნაყოფიერი, ნაყოფიერი, საშუალო ნაყოფიერი, დაბალნაყოფიერი, მწირი და უნაყოფო. 

8. ეფექტური ნაყოფიერება - იქმნება ადამიანის ზემოქმედებით და განისაზღვრება მოცემულ წელს მცენარის  (სასოფლო-სამეურნეო კულტურების)  მოსავლიანობით და მეცნიერების/ტექნიკის განვითარების დონით, რომელიც ხელს უწყობს მცენარისთვის საკვები ელემენტების, წყლის, ჰაერის და სითბოს ოპტიმალურ პირობებს.“;

ბ.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მჟავე ნიადაგი - ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე არეს რეაქცია.“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრა

1. ნიადაგის ნაყოფიერების დონის დასადგენად, ტარდება ნიადაგური კვლევა,  რომელიც, მიზნიდან გამომდინარე, უნდა ჩატარდეს აგეგმვის შესაბამისი  მასშტაბით.

2. ნიადაგური კვლევის პირველი ეტაპია საველე კვლევა, რომელიც  გულისხმობს სრული ჭრილების, ნახევარ ჭრილების და ამონაბარების შესრულებას, მორფოლოგიური  ნიშნების  მიხედვით, ნიადაგური ჭრილების აღწერას და ცალკეული გენეზისური ჰორიზონტებიდან (ან ფენებიდან) საანალიზო ნიმუშების აღებას. ყოველივე აღნიშნული უნდა მიმდინარეობდეს წესების დაცვით.

3. ნიადაგური კვლევის მეორე ეტაპია ლაბორატორიული კვლევა, რომელსაც განახორციელებს  უფლებამოსილი პირი ნიადაგის ნაყოფიერების დონის დადგენისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.“;

დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) 41-დან 21-მდე - მწირი;

ვ) 20-ზე ქვევით - უნაყოფო.“;

ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ნიადაგის არეს რეაქცია (PH) – 1–10.“;

ვ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნიადაგის არეს რეაქცია - PH (ქულების მინიჭება ხდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით):

ა)  PH 6,5-7,0                        9-10 ქულა;

 5-5,6 ან  7,0-8,0                   6-9    ქულა;

 4-5  ან 8,0-8,5                     4-6    ქულა;

3-4  ან  >8,5                        2-4    ქულა;

<3                                      1    ქულა;

ბ) ჩაის პლანტაციებით დაკავებულ ნიდაგებში PH-ის მაჩვენებლები დიფერენცირებული იქნება ნიადაგის მჟავიანობისადმი ჩაის მცენარის ბიოლოგიური დამოკიდებულების გთვალისწინებით.“; 

ზ) მე-9 მუხლის:

ზ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასოფლო-სამეურნეო წარმოება (განსაკუთრებით თუ წარმოების პროცესი არარაციონალურად მიმდინარეობს) დროთა განმავლობაში იწვევს  ნიადაგში ჰუმუსის რაოდენობისა  და  ნიადაგის პოტენციური ნაყოფიერების  შემცირებას.“;

 ზ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. ნიადაგში საკვები ელემენტების დეფიციტის შევსება უნდა ხორციელდებოდეს გონივრულად - მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების საფუძველზე, როგორც ორგანული, ასევე, მინერალური სასუქების გამოყენებით.“;

ზ.გ)  მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესების ღონისძიებებში გათვალისწინებული უნდა იქნეს: მჟავე ნიადაგების მოკირიანება, ბიცობი ნიადაგების მოთაბაშირება, მცენარეთა ბალანსირებული კვება,   მინერალური, ორგანული სასუქების რაციონალური გამოყენება, მეცნიერულად დასაბუთებული თესლბრუნვები, ნათესი ფართობის სტრუქტურის კორექტირება საწარმოო ზონების მიხედვით, საკმარისი ტენიანობის ზონაში პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახების, სამარცვლე პარკოსნების თესვა, რწყვის პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენება.“;

თ) მე-10 მუხლის:

თ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას.“;

თ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მაღალი მოსავლის მიღებას.“.

2. „ტექნიკური რეგლამენტის - ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის დებულების“ (დანართი №2):

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე  დებულება  შემუშავებულია ,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. დებულების მიზანია საქართველოს ნიადაგების ნაყოფიერებაზე მონიტორინგი, კერძოდ, მაღალპროფესიულად შესრულებული საველე და ლაბორატორიული სამუშაოებით მიღებული მონაცემების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების პრაქტიკაში გატარება, რომლებიც უზრუნველყოფს ნიადაგების კონსერვაციას და მათი ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესებას.

3. დებულება გათვალისწინებულია იმ პირებისთვის, რომლებიც განახორციელებენ ნიადაგების ნაყოფიერებაზე მონიტორინგს.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები

1. ნიადაგი – დედამიწის ზედა, ფხვიერი და ნაყოფიერი ფენა, რომელიც ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთმოქმედების შედეგია.

2. ნაყოფიერება – ნიადაგის უმთავრესი და არსებითი თვისება, რომელიც განასხვავებს მას ქანისაგან და რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის უზრუნველმყოფელი თვისებების ერთობლიობას.

3. ნიადაგის ტიპი – ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტექსონომიური ერთეული.

4. მონიტორინგი – ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში, მიღებული მონაცემების ანალიზი და პროგნოზი.

5. ნიადაგის კონსერვაცია – ნიადაგის დაცვა და ტიპური სახით შენარჩუნება.

6. პოტენციური ნაყოფიერება - შექმნილია ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებით ადამიანის ჩარევის გარეშე და განისაზღვრება ნიადაგში საკვები ნივთიერებების და ტენის მთლიანი მარაგით და მცენარის სასიცოცხლო პირობებით.

7. ეფექტური ნაყოფიერება - იქმნება ადამიანის  ზემოქმედებით და განისაზღვრება მოცემულ წელს მცენარის  (სასოფლო-სამეურნეო კულტურების)  მოსავლიანობით და მეცნიერების/ტექნიკის განვითარების დონით, რომელიც ხელს უწყობს მცენარისთვის საკვები ელემენტების, წყლის, ჰაერის და სითბოს ოპტიმალურ პირობებს.“;

გ) მე-3 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნიადაგი  სოფლის მეურნეობის წარმოების ძირითადი საშუალებაა, რომლის  მართვაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობა.“;

გ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნიადაგების კონსერვაციის და მათი ნაყოფიერების გაუმჯობესების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების როგორც ათვისებულ, ასევე, აუთვისებელ  მიწებზე უნდა განხორციელდეს   ნიადაგების ნაყოფიერების დონის მონიტორინგი.“;

დ) მე-4 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნიადაგების კონსერვაციის და ნაყოფიერების დონის მონიტორინგის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების (ათვისებულ ან აუთვისებელ ნაკვეთებზე) ნიადაგებზე მოხდეს დაკვირვება, რის შედეგადაც დადგინდება მათში მიმდინარე ცვლილებები.“;

დ.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნიადაგების კონსერვაციის და მათი ნაყოფიერების დონის მონიტორინგის მიზნით, მაღალპროფესიონალურად ჩატარებული საველე, ლაბორატორიული სამუშაოები და მათ საფუძველზე მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების განხორციელება უზრუნველყოფს ნიადაგების დაცვას და ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესებას.“;

ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. მონიტორინგის სამუშაოები

1. მონიტორინგისთვის  საკვლევ  ობიექტებად, შეირჩევა საქართველოს ათვისებული და აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ქვეშ გავრცელებული ნიადაგები.

2. გამოკვლევის  მიზნის შესაბამისად, მონიტორინგისთვის  სამუშაოების განმეორების პერიოდი სხვადასხვაა. კვლევის მონაცემების გაანალიზება და მათი წინა შედეგებთან შედარება ასევე განაპირობებს ობიექტზე დაკვირვების ხანგრძლივობას.

3. ყველა ჩანაწერი მონიტორინგის დაწყებისა და მიმდინარეობის შესახებ მკაცრად  აღრიცხვადია. მონიტორინგის მასალები უნდა განთავსდეს საინფორმაციო სივრცეში და დამუშავდეს გეო-ინფორმაციული სისტემებით.“;

ვ) მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ათვისებულ და აუთვისებელ ნაკვეთებზე მონიტორინგის ჩატარება

1. მონიტორინგისთვის შერჩეულ ნაკვეთებზე შესწავლილი იქნება ნიადაგწარმომქმნელი (გარემო) ფაქტორები. გამოკვლევის მიზნის, მასშტაბის, რელიეფური პირობების, საკვლევი ობიექტის ფართობის გათვალისწინებით, დადგინდება ჭრილების ტიპი და რაოდენობა, რომლებიც აღიწერება მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით. გენეზისური ჰორიზონტებიდან (ან ფენებიდან) საანალიზოდ აღებული იქნება  ნიმუშები.

2. საანალიზოდ აღებულ ნიმუშებში განისაზღვრება ნიადაგების ფიზიკური, ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები.

3. ნიადაგების სრულყოფილი გამოკვლევა ჩატარდება ყოველ 5 ან 10 წელიწადში ერთხელ, წელიწადის ერთი და იგივე დროს.  ნიადაგების დინამიურ მაჩვენებლებზე (PH, საკვები ელემენტების მოძრავი ფორმები, ადვილად ხსნადი მარილები და სხვა) დაკვირვება  (განსაკუთრებით, ათვისებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე) ჩატარდება ყოველ 3 ან 5 წელიწადში ერთხელ, წელიწადის ერთი და იგივე დროს, ცდომილებების თავიდან აცილების მიზნით. კვლევებით მიღებული შედეგები შედარებული იქნება წინა გამოკვლევის მონაცემებთან, რაც საფუძვლად დაედება ნიადაგებში მიმდინარე ცვლილებების დადგენას.

4. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ათვისებულ და აუთვისებელ ნაკვეთებზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგებით განისაზღვრება ნიადაგების ექსპლუატაცია და მასზე განხორციელებული ზემოქმედებანი.“;

თ) მე-8 მუხლის:

თ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს  ნიადაგებზე ჩატარებული მონიტორინგი დაადგენს ნიადაგებში მიმდინარე ცვლილებების როგორც დადებით, ასევე, უარყოფით ტენდენციებს.

2. მონიტორინგის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ათვისებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე. მონიტორინგის საფუძველზე, გამოვლინდება ნიადაგების მიმართ არარაციონალური მიდგომები, რომელთა შეჩერებაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების სწორ მართვას, მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღებას, ნიადაგების კონსერვაციას და მათი ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესებას.“;

თ.ბ) მე-3-მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

თ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მონიტორინგის მასალები ხელს შეუწყობს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესების შესახებ მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი