დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 ივლისის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 584 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480570000.10.003.018204 |
|
„საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 ივლისის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 ივლისის №184 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/07/2013, 480570000.10.003.017351) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის „დაბალემისიებიანი განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მოწონებისა და სპეციალური უფლებამოსილებების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1991 განკარგულებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „დაბალემისიებიანი განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის (ხელმოწერილი 2012 წლის 17 დეკემბერს) საფუძველზე, შეიქმნას საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) შემდეგი შემადგენლობით: ელგუჯა ხოკრიშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კომიტეტის თავმჯდომარე; გიორგი სომხიშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; მაია გუნცაძე - სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; ნოდარ კერესელიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; გიორგი კობერიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; თამაზ მარსაგიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; ირმა ქავთარაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; სტეფენ ჰეიკენი – აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი; კარლო ვილსონი – აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები