დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.118.016133 |
29
02/10/2014
ვებგვერდი, 07/10/2014
010260020.35.118.016133
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №19 დადგენილებით დამტკიცებული დანართის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში – გეგმა) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად. |
2.
გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს. |
მუხლი 2.
სარეორგანიზაციო სტრუქტურები |
რეორგანიზაცია შეეხება ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს: |
ა)
ადმინისტრაციული სამსახური; |
ბ)
ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური; |
გ)
არქიტექტურის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური; |
დ)
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; |
ე)
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; |
ვ)
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური; |
ზ)
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; |
თ)
შიდა აუდიტის სამსახური; |
ი)
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური. |
მუხლი 3.
სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადები |
1.
გამგეობის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2014 წლის 1 ნოემბრისა, გარდა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურისა. |
2.
რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები: |
ა)
სამსახურების დებულებებისა და გამგეობის საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 25 ოქტომბრამდე; |
ბ)
გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 25 ოქტომბრამდე. |
გ)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნა არაუგვიანეს 2014 წლის 25 ოქტომბრამდე; |
დ)
ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად; |
ე)
ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად; |
ვ)
გამგეობის მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და შტატების მოსალოდნელი შემცირების თაობაზე არაუგვიანეს 2014 წლის 2 ოქტომბრამდე; |
ზ)
გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ლიკვიდაცია არაუგვიანეს 2015 წლის 10 იანვრისა. |
მუხლი 4.
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის მუშაობის რეჟიმი |
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობა მუშაობს გამგეობისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად. |
მუხლი 5.
გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები |
1.
გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ვადების დაცვით, საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები. |
2.
გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილება. |
3.
გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია ონის მუნიციპალიტეტის საკონკურსო საატესტაციო კომისია. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები