დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 879 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016378 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში (სსმ III, 01.02.2010 წ., №12, მუხ.138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,“.
|
2.
ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულება):
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორი (დროებითი დაკავების იზოლატორი) (შემდგომში – იზოლატორი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე და სხვა დანაშაულში მონაწილეობისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსება, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და პატიმრობაშეფარდებულ პირთა მოთავსება. 2. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს იზოლატორში. ასეთ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელი გადაყვანილი უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში.“;
ბ) მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბრალდებული პირების დროებითი მოთავსების უზრუნველყოფა; ბ) ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და პატიმრობაშეფარდებულ პირთა მოთავსების უზრუნველყოფა;“;
გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იზოლატორში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური და საერთო პირობები არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსეული არსებობის უფლებას, მის პატივსა და ღირსებას, პიროვნების ხელშეუხებლობას, პირადი ცხოვრების პატივისცემის ინტერესებს.“;
დ) მე-5 მუხლის: დ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) არ დაუშვას დაკავებულის ურთიერთობა იმ თანამდებობის პირებსა და ორგანოებთან, რომელთაც საქმე თავის წარმოებაში არ მიუღიათ, გარდა ამ ბრძანების №3 დანართის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.“;
დ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) დაუყოვნებლივ შეასრულოს პროკურორის დადგენილება ან სასამართლოს განჩინება დაკავებულის გათავისუფლების შესახებ;“;
ე) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. იზოლატორის მოსამსახურე ვალდებულია იზოლატორის ტერიტორიაზე ატაროს თავისი სამკერდე ნიშანი გამოსაჩენ ადგილას.“;
ვ) მე-9 მუხლის „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) აწარმოებს სტატისტიკურ მონაცემებს იზოლატორში მოთავსებულ პირებზე, უზრუნველყოფს დაკავებული პირების ერთიანი მონაცემთა კომპიუტერული ბაზის გამართულ მუშაობას, ასევე კონტროლს უწევს იზოლატორში კანცელარიის საქმისწარმოების განხორციელებას და არქივის მუშაობას; პ) უზრუნველყოფს დაკავებული პირისაგან წარმოდგენილი ნივთის დაცვასა და შენახვას იზოლატორის სპეციალურ საცავში; ჟ) დადგენილ დროს ხელმძღვანელობას წარუდგენს მოთხოვნას საჭირო რაოდენობის მოწყობილობის, ინვენტარისა და სურსათ-სანოვაგის შესახებ;“;
ზ) მე-14 მუხლის: ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებული პირების პროცესუალური უფლება-მოვალეობანი განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.“;
ზ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მსჯავრდებულ პირთა უფლებებისა და მოვალეობების შესრულება და დაცვა ხორციელდება პატიმრობის კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.“.
|
3.
ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული №2 დანართის (დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესი) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იზოლატორის პირობები არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსეული არსებობის უფლებას, მის პატივსა და ღირსებას, პიროვნების ხელშეუხებლობას და უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის მიერ საკუთარი თავის დაცვის უნარს.“.
|
4.
ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული №3 დანართის (დროებითი მოთავსების იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქცია):
ა) პირველი მუხლის: ა.ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) „საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავების ოქმი („უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №631 ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №1).“;
ა.გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულის სახით დაკავებული პირები იზოლატორში მიიღებიან დღე-ღამის ნებისმიერ დროს. დანაშაულის ჩადენაში მხილებული დაკავებული პირის იზოლატორში მიღების საფუძველს წარმოადგენს დაკავების ოქმი, შედგენილი გამომძიებლის/პროკურორის ან სხვა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. ოქმი დამტკიცებული უნდა იყოს საგამოძიებო ორგანოს უფროსის მიერ. მასში მიეთითება ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული რომელი საფუძვლითაა დაკავებული; დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში; რომელი დანაშაულის ჩადენაშია იგი ბრალდებული; მისი პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის ზუსტი დრო; ამ კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხა, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში, ის ობიექტური მიზეზი (მიზეზები), რომლის (რომელთა) არსებობის გამოც შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე. 4. დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის დაკავების ვადის გამოანგარიშება წარმოებს ამ პირის საგამოძიებო ორგანოში ან გამომძიებელთან წარდგენის მომენტიდან, ხოლო თუ მითითებული პირის დაკავება ხორციელდება გამომძიებლის მიერ დაკავების შესახებ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, მაშინ – ფაქტობრივად მისი დაკავების მომენტიდან.“;
ბ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის წარმომადგენლები;“;
გ) მე-12 მუხლის: გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირები – დაკავებულთა საკნებში, იზოლაციის დადგენილი მოთხოვნების დაცვით, სხვა პირებისგან განცალკევებით;“;
გ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები ცალ-ცალკე თავსდებიან. დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს ზომები მათი ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველსაყოფად. გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს წესი შეიძლება გავრცელდეს სხვა ბრალდებულებზეც;“;
გ.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სხვა დაკავებული პირებისგან განცალკევებით უნდა მოთავსდნენ სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები, აგრეთვე გამოძიების სხვა ორგანოების საგამოძიებო დანაყოფების თანამშრომლები, რომლებიც ექვემდებარებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაგზავნას. აღნიშნული წესი ვრცელდება მითითებული უწყებების ყოფილ თანამშრომლებზეც;“;
გ.დ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელები თავსდებიან სხვა პირებისგან განცალკევებით.“;
დ) მე-13 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულთა იზოლატორიდან გათავისუფლებას ახორციელებს იზოლატორის უფროსი, პროკურორის ან მოსამართლის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ექვემდებარება დაუყოვნებლივ შესრულებას იზოლატორში მისი მიღების შემდეგ.“;
დ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულის სახით დაკავებული პირი შეიძლება იზოლატორში მოთავსდეს დაკავებიდან არა უმეტეს 72 საათის ვადით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა დაკავებულს უნდა გადაეცეს ბრალდების შესახებ დადგენილება. თუ ამ ვადაში დაკავებულს დადგენილება არ გადაეცა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს იზოლატორის უფროსის შესაბამისი დადგენილებით; ბ) თუ ბრალდებულს გადაეცა ბრალდების შესახებ დადგენილება, მაგრამ მისი დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში ვერ გადაწყდა მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს იზოლატორის უფროსის შესაბამისი დადგენილებით. 4. ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული, დაკავებული პირები შეიძლება იზოლატორში მოათავსონ არა უმეტეს 15 დღის ვადით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული მომენტიდან. პატიმრობის ვადის გასვლისას იზოლატორის უფროსი ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას პატიმრის გასათავისუფლებლად, ხელმეორედ შეამოწმებს მისი დაკავების საფუძვლებს (დაკავების დრო, დაკავებული პირის იდენტიფიკაცია და ა.შ.), რის შემდეგაც ათავისუფლებს მას იზოლატორიდან.“.
|
5.
ბრძანების 11 პუნქტით დამტკიცებული №4 დანართის (დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდასთან დაკავშირებული დამატებითი წესები და პირობები):
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირი შეფარდებულ ადმინისტრაციულ პატიმრობას იხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში.“;
ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის ადგილას არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური და საერთო პირობები არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსეული არსებობის უფლებას, მის პატივსა და ღირსებას, პიროვნების ხელშეუხებლობას, პირადი ცხოვრების პატივისცემის ინტერესებს.“;
ბ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. იზოლატორის ადმინისტრაცია ვალდებულია ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე გააცნოს მისი იზოლატორში ყოფნის ძირითადი უფლებები და ვალდებულებები (ადმინისტრაციული პატიმრობის ძირითადი პირობები).“;
ბ.გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ერთ ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულ პირზე საცხოვრებელი ფართის ნორმა არ უნდა იყოს 4 მ2-ზე ნაკლები. მამაკაცები თავსდებიან ქალებისგან განცალკევებით.“;
ბ.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობისა და ნორმალური საძილე პირობების მოთხოვნების შესაბამისი საწოლით, ლეიბითა და საბნით.“;
ბ.ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პირი, რომლის მიმართაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად გამოიყენა ადმინისტრაციული პატიმრობა დღე-ღამეზე მეტი ვადით, კვირაში ორჯერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის მიღების შესაძლებლობით.“;
ბ.ვ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სუფთა ჰაერზე გასეირნება ხორციელდება მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა ერთ დღე-ღამეზე მეტი ვადით. გასეირნება არ გამოიყენება იმ ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირების მიმართ, რომლებიც ავადმყოფობენ და ექიმის დასკვნით მათთვის გასეირნება არ არის რეკომენდებული.“;
გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შესაძლებელია გასასეირნებლად ერთდროულად გაყვანილ იქნეს არა უმეტეს 3 დაკავებული პირი, რომლებიც ერთი და იმავე სამართალდარღვევის ჩადენისთვის არ იხდიან ადმინისტრაციულ პატიმრობას.“;
დ) მე-4 მუხლის: დ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირს, რომლის მიმართაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად გამოიყენა ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღეზე მეტი ვადით, აქვს ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, მშობელი (მშვილებელი), ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი და მამიდაშვილი, აგრეთვე ის პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე, ბოლო 2 წლის განმავლობაში) ერთი შეხვედრის უფლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის განმავლობაში. შეხვედრის შესახებ არანაკლებ 2 დღით ადრე წერილობით უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელს. შეხვედრის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს ერთ საათზე ნაკლები. შეხვედრა შესაძლოა წარმოებდეს ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის ვიზუალური დაკვირვების პირობებში.“;
დ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პირს, რომლის მიმართაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად გამოიყენა ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღეზე მეტი ვადით, უფლება აქვს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის განმავლობაში საქართველოს ფარგლებში განახორციელოს ერთი სატელეფონო საუბარი 10 წუთის ხანგრძლივობით.“; ე) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების დაწესებულებას ეკრძალება, შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციის (რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე), საქართველოს სამინისტროს, დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ადვოკატის, პროკურორის სახელზე გაგზავნილი ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის განცხადება და საჩივარი, აგრეთვე ასეთი პირებისაგან მიღებული წერილები.“;
ვ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იმ ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებულ პირებს, რომლებიც გადიან მედიკამენტოზურ მკურნალობას, უფლება აქვთ, საკუთარი სახსრებით შეიძინონ და პატიმრობაში ყოფნის ადგილას იქონიონ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები