დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.113.016193 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 44-ე მუხლის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლების შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში (სსმ. ვებგვერდი, 06/08/2014წ. ს/კ:010250040.35.113.016159) შევიდეს ცვლილება და დადგენილებას თანდართული რეგლამენტის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი: 1. საკრებულოს წევრს ხარჯები აუნაზღაურდება საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის სხდომებში, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისათვის. ასევე, ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრებისათვის და ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა მიღებისათვის. 2. საკრებულოს წევრის მიერ გაწეული ხარჯების დამატასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება ამ მუხლის 1-ელ პუნქტში აღნიშნული მოვალეობების შესრულების ამსახველი საოქმო ჩანაწერები. 3. საკრებულოს თითოეული წევრის მოვალეობების ამსახველი საოქმო ჩანაწერების აღრიცხვას აწარმოებს საკრებულოს აპარატის უფროსი და ყოველი თვის არაუგვიანეს 1 რიცხვისა (თუ რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღის) ერთიანი მოხსენებითი ბარათის სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. 4. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ყოველი თვის არაუგვიანეს 3 რიცხვისა (თუ რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღის) გამოსცემს ბრძანებას თითოეული საკრებულოს წევრისთვის კონკრეტული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობის შესახებ. 5. საკრებულოს წევრის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ყოველთვიური ლიმიტი და თითოეული მოვალეობების შესრულებისათვის ხარჯების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით. 6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ყოველთვიურად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. 7. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით. 8. ამ მუხლის მოქმედება (გარდა მე-7 პუნქტისა) არ ვრცელდება საკრებულოს თანამდებობის პირებზე.“ |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ოქტომბრის №32 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები