დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გემების ბალასტური წყლის და დანალექების კონტროლისა და მართვის“ საერთაშორისო კონვენციის საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად ნ. მიქელაძის დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1731 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017738 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1731
2014 წლის 1 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
„გემების ბალასტური წყლის და დანალექების კონტროლისა და მართვის“ საერთაშორისო კონვენციის საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად ნ. მიქელაძის დანიშვნის შესახებ
1 . „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს შეერთებისათვის წარედგინოს „გემების ბალასტური წყლის და დანალექების კონტროლისა და მართვის“ 2004 წლის 16 თებერვლის საერთაშორისო კონვენცია.
2 . „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციაზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები