დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფიზიკური პირი - ვაჟიკო ჩაჩხიანისთვის მერქნული რესურსის გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1730 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017737 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1730
2014 წლის 1 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
ფიზიკური პირი - ვაჟიკო ჩაჩხიანისთვის მერქნული რესურსის გადაცემის შესახებ
„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. გერმანიის ქალაქ ზიგენის, რუბენსის სახელობის მე-7 საპატიო პრიზით დაჯილდოებასთან დაკავშირებით, ქ. ზიგენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში პერსონალური გამოფენისთვის საჭირო ნამუშევრის („დაკარგული პეიზაჟი“) შექმნის მიზნით, ფიზიკურ პირს - ვაჟიკო ჩაჩხიანს გადაეცეს 60 (სამოცი) ძირი დამწვარი ხე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მერქნული რესურსის მოსაპოვებლად, ვაჟიკო ჩაჩხიანს მიეცეს უფლება, სახელმწიფო ტყის ფონდში, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ტბის სატყეოს კვარტალ №6-ის ფარგლებში, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაზე, სანიტარიული ჭრის წესით, დაამზადოს 60 (სამოცი) ძირი დამწვარი (ხმელი/სასიცოცხლოფუნქციაშეწყვეტილი) ხე.
3. ვაჟიკო ჩაჩხიანმა უზრუნველყოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით სანიტარიული ჭრისათვის დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელის გადახდა.
4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ უზრუნველყოს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ხეებზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
5. ვაჟიკო ჩაჩხიანმა უზრუნველყოს, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისათვის სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მომსახურების საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) - 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები