საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე

  • Word
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1729
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017736
  • Word
1729
19/09/2014
ვებგვერდი, 06/10/2014
000000000.00.003.017736
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1729

2014 წლის 1 9 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიმდინარე წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი აქტებით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა შეადგენს 238 750.7 (ორას ოცდათვრამეტი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათას შვიდასი) ათას ლარს, ხოლო ფონდში დარჩენილი თავისუფალი რესურსი 11 249.3 (თერთმეტი მილიონ ორას ორმოცდაცხრა ათას სამასი) ათასი ლარია.

2. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარით შევსების მიზნით დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) ლარით შეამციროს წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებები;

ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები შეამციროს 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) ლარით.

პრემიერ-მინისტრი                                          ი. ღარიბაშვილი