საქართველოს პარლამენტის მიერ კომერციული ბანკებისათვის ბანკომატების განსათავსებლად ფართობის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის მიერ კომერციული ბანკებისათვის ბანკომატების განსათავსებლად ფართობის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1727
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017734
  • Word
1727
19/09/2014
ვებგვერდი, 06/10/2014
000000000.00.003.017734
საქართველოს პარლამენტის მიერ კომერციული ბანკებისათვის ბანკომატების განსათავსებლად ფართობის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1727

2014 წლის 19 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის მიერ კომერციული ბანკებისათვის ბანკომატების განსათავსებლად ფართობის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს პარლამენტს, რომ კომერციულ ბანკებს ბანკომატების განსათავსებლად  2016 წლის 31 დეკემბრამდე უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზ. N8-ში მდებარე პარლამენტის სასახლეში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.15.05.049.001) არსებული  შესაბამისი ფართობი (8 ერთეული ბანკომატი, თითოეულისათვის 2მ2 ფართობი).

პრემიერ-მინისტრი                                    ი. ღარიბაშვილი