დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის მიერ კომერციული ბანკებისათვის ბანკომატების განსათავსებლად ფართობის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1727 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017734 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1727
2014 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის მიერ კომერციული ბანკებისათვის ბანკომატების განსათავსებლად ფართობის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს პარლამენტს, რომ კომერციულ ბანკებს ბანკომატების განსათავსებლად 2016 წლის 31 დეკემბრამდე უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზ. N8-ში მდებარე პარლამენტის სასახლეში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.15.05.049.001) არსებული შესაბამისი ფართობი (8 ერთეული ბანკომატი, თითოეულისათვის 2მ2 ფართობი).
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები