შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1723
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017730
  • Word
1723
19/09/2014
ვებგვერდი, 06/10/2014
000000000.00.003.017730
შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1723

2014 წლის 1 9 სექტემბერი

 ქ. თბილისი

შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მაისის 423 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემულმა შპს „თეთნულდი დეველოპმენტმა“ (შემდგომში - კომპანია) უზრუნველყო თეთნულდის სათხილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარების საპროექტო მომსახურების შესყიდვა, რომელიც მოიცავს T2,  T3 და T4 საბაგირო გზების მოწყობის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ კომპანიის „Pomagalski“  მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ფარგლებში  მიმდინარეობს TH საბაგირო გზების საყრდენი ანძების და სადგურების ადგილების გეო-ტექნიკური ანგარიშის მომზადება.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ კომპანიის  დაკვეთით მიმდინარეობს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად განსახორციელებელი T2,  T3 და T4 საბაგირო გზების მოწყობის სამშენებლო, სამონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოები.

4. საქართველოს მთავრობასა და კომპანიას „Pomagalski“  შორის 2011 წლის  21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, კომპანიამ უზრუნველყოს TH საბაგირო გზის და მასთან დაკავშირებული სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის მოწყობის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ“  საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკისაგან“, ამ კომპანიის საქმიანი რეპუტაციის, ცნობადობისა და მომსახურების გაწევის ხარისხის გათვალისწინებით.

5. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2157 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად გამოყოფილი თანხის ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                        ი. ღარიბაშვილი