დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1721 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017728 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1721
2014 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართ №1-ში აღნიშნული უძრავი ნივთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 46 400 (ორმოცდაექვსი ათას ოთხასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „მოდგინარს“ (ს/კ №437976512).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შარდომეთში და სოფელ ფარახეთში მდებარე №88.10.27.004 და №88.10.27.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე, მეცხოველეობის ფერმების მშენებლობის დასრულების უზრუნველყოფა, რომლებიც გათვლილი იქნება ჯამურად, არანაკლებ 300 (სამასი) სულ პირუტყვზე;
გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართი №2-ის შესაბამისად;
დ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, არანაკლებ 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,მოდგინარმა“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.
4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი



უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები