დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1720 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017727 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1720
2014 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 62 მუხლისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირ №15-ში მდებარე 8288.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების №1 – საერთო ფართობით 499.09 კვ.მ, №4 – საერთო ფართობით-63.39 კვ.მ, №2-5-9 –საერთო ფართობით 3713.6 კვ.მ (მ/შ სარდაფი 594.5 კვ.მ, I სართული – 1133.9 კვ.მ, II სართული –992.6 კვ.მ, III სართული – 992.6 კვ.მ), №3-8 – საერთო ფართობით 711.3 კვ.მ (მ/შ I სართული – 204.24 კვ.მ, II სართული – 253.53 კვ.მ, III სართული – 253.52 კვ.მ), №10-საერთო ფართობით 4525.2 კვ.მ (მ/შ ნახევარ – სარდაფი-754.2 კვ.მ, I სართული – 754.2 კვ.მ, II სართული – 754.2 კვ.მ, III სართული – 754.2 კვ.მ, IV სართული- 754.2 კვ.მ, V სართული- 754.2 კვ.მ), შენობა-ნაგებობა №10-ის VI სართულსა და სხვენზე არსებული 22.28 კვ.მ ფართი, №14-15-16 – საერთო ფართობით 1117.01 კვ.მ (მ/შ I სართული – 685.4 კვ.მ, II სართული – 431.61 კვ.მ.), №11 საერთო ფართობით – 18.0 კვ.მ. №13-საერთო ფართობით – 24.06 კვ.მ და ნაგებობები: №6, №7, №12, №17 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.10.14.010.013) პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის თაობაზე იმ პირობით, რომ საწყისი საპტივატიზებო თანხა დადგინდება 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასათვის“ გადასახდელი თანხა განისაზღვრება 6 400 000 (ექვსი მილიონ ოთხასი ათასი) ლარის ოდენობით.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები