სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1718
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017725
  • Word
1718
19/09/2014
ვებგვერდი, 06/10/2014
000000000.00.003.017725
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1718

2014 წლის 19 სექტემბერი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ჩირინასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1.„სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10მუხლისმე-2პუნქტისშესაბამისად, სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული, გარდაბანის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში მდებარე 13493 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.12.11.583) პირდაპირიმიყიდვისფორმით, 3 374 (სამი ათას სამას სამოცდათოთხმეტი) ლარადსაკუთრებაშიგადაეცეს შპს „ჩირინას“ (ს/კ 203842137).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებოთანხისგადახდაშესაბამისიხელშეკრულებისგაფორმებიდან30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში მდებარე 26802 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 81.12.11.582) შემდეგი პარამეტრების ქარსაფარი ზოლის მოწყობა:

ბ.ა) 3 (სამი) მწკრივიანი ქარსაფარი ზოლი (თითოეული მწკრივის სიგრძე – არანაკლებ 850 მეტრი, მწკრივებს შორის დაშორების მანძილი – არაუმეტეს 3 (სამი) მეტრი, ხოლო მწკრივში განლაგებულ ნერგებს შორის–არაუმეტეს 3 (სამი) მეტრი);

ბ.ბ) სანერგე ხე-მცენარეების დარგვა მოხდება ჭადრაკული პრინციპით;

ბ.გ) სანერგედ ორი ან მეტი წლოვანების მქონე ხე-მცენარეების გამოყენება;

ბ.დ) სანერგე ხე-მცენარეებად შემდეგი ჯიშების გამოყენება: ვერხვი ან/და ფიჭვი ან/და იფანი.

3.საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინის­ტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამგანკარგულებისშესრულებისმიზნით,განახორციელოსკანონმდებლობითგათვალის­წინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი