საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1715
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017722
  • Word
1715
19/09/2014
ვებგვერდი, 06/10/2014
000000000.00.003.017722
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1715

2014 წლის 19 სექტემბერი

 ქ. თბილისი

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

   1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა,საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი მაისის №763 განკარგულების საფუძველზე, უზრუნველყო ქალაქებში: თელავი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე, ახალი მუნიციპალიტეტების ორგანოების განსათავსებლად საჭირო ადმინისტრაციული შენობების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესყიდვა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

   2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2014-2015 წლებში უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში განსახორციელებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

  3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული და 2014 წელს განსახორციელებელი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი.

  4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები 2015 წელს განსახორციელებელი სამუშაოების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი