,,თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.160.016233
23
30/09/2014
ვებგვერდი, 06/10/2014
310150000.35.160.016233
,,თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

ქალაქ რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №23

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. რუსთავი

,,თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილების დანართ №1-ში (ვებგვერდი, 13/02/2014 310150000.35.160.016201)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

 „დ) კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან,  მაგრამ არაუგვიანეს 2016 წლის 1 დეკემბრისა, მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების  ავტობუსებით; საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს ავტობუსი, მისი კატეგორიის, სახეობის, სტანდარტების, ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების შეუცვლელად და ეს ცვლილებები დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს”.

მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან, ქვემოთ განსაზღვრულ ვადებში  ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელების ნებართვის მფლობელმა განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, 10 დღის ვადაში, უზრუნველყოს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე (რუსთავი–თბილისის მარშრუტზე) ნებართვის  მფლობელთან გაფორმებულ დოკუმენტაციაში  ცვლილებების შეტანა;

ბ) ნებართვის მფლობელმა ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში განსაზღვროს და ნებართვის გამცემს წარუდგინოს ყოველდღიურად მარშრუტებზე  მომუშავე და სარეზერვო  ავტობუსების რაოდენობა, რომლის შემადგენლობაშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს,  კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე, შესაბამის მარშრუტებზე მომუშავე 2001 წლიდან გამოშვებული ავტობუსები, რომლებიც  აკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს;

გ) ნებართვის გამცემი უფლებამოსილია რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ყოველდღიურად მომუშავე/სარეზერვო ავტობუსების  განსაზღვრის შემდგომ და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ნებართვის მფლობელს მისცეს შესაძლებლობა,  არ იყოლიოს საკუთრებაში მომსახურების განსახორციელებლად გამოუყენებელი ავტობუსები, მაგრამ არა ამავე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ავტობუსების ოდენობაზე მეტი. 

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე