„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”

„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.138.016162
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
35
30/09/2014
ვებგვერდი, 06/10/2014
210020010.35.138.016162
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”
ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/10/2014 - 28/04/2016)

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის,“ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1. შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1.  მოსაკრებელი მშენებლობის  (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან  ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)  ნებართვისათვის;
2. მშენებლობის  (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა)  სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი;
3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
4.  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

მუხლი 2. განისაზღვროს და დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:

ა)  ახალ  ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით;

ბ) ხაზობრივი ნაგებობისათვის გადასახადის ოდენობა განისაზვროს შემდეგი    კლასიფიკაციის მიხედვით:

ბ. ა) რკინიგზა, გაზსადენი, ნავთობსადენი, ელექტროგადამცემი ხაზები - ერთ გრძივ მეტრზე 0,80 ლარი;

ბ. ბ) წყალარინები- 0,80 ლარი;

გ) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გათავისუფლდნენ ამ

 წესით დაწესებულული მოსაკრებლის გადასახადისაგან.

2. მშენებლობის  (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა)  სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების)  თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:

ა)     II და III კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:

ა.ა)  განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში - 500 (ხუთასი) ლარი;

ა.ბ)  განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში - 300 (სამასი) ლარი;

ა.გ)  განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში - 200 (ორასი) ლარი;

ბ)    IV კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:

ბ.ა)  გაცხადების წარდგენიდან სამ  სამუშაო დღეში - 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

ბ.ბ)  განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში - 1000 (ათასი) ლარი;

ბ.გ)  განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში - 700 (შვიდასი) ლარი;

ბ.დ)  განცხადების წარდგენიდან თხუთმეტ სამუშაო დღეში - 500 (ხუთასი) ლარი.

3.  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი განისაზღვროს:

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ოჯახებისათვის ერთ სულზე 0,50 ლარი; ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის  მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრის  20 ლარით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.

გ)  მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებისაგან გათავისუფლებულია:

გ.ა)  საბიუჯეტო დაწესებულებები,  საჯარო  სამართლის  იურიდიული პირები, სახელმწიფოს,  ადგილობრივი  თვითმმართველობის  მიერ  დაფუძნებული  არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირები; 

გ.ბ)    სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები.

4. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:

ა)    სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში  15 000 ლარის ოდენობით;

ბ)   თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში  1 500 ლარის ოდენობით;

გ)   თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის  10 პროცენტის ოდენობით;

დ)  სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში  30 000  ლარის ოდენობით;

ე)  აზარტული  ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული  ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში  1 500 ლარის ოდენობით.


მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე