„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016287
58
30/09/2014
ვებგვერდი, 06/10/2014
010250050.35.143.016287
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №58

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის“  63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20   მუხლის მე-2, მე-4 პუნქტების,  26-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის და  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14  ივლისის ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” №22 დადგენილების  81-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“  ქვეპუნქტის  და 82-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის  15 ივლისის №30 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 17/07/2014, 010250050.35.143.016257) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

 ა)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-11  მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,ბ) საბიუჯეტო  სამსახური“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12  მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში  მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.“

გ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს მე-151 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 151. საქონლის  ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.

2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე