,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 11/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016145
26
01/10/2014
ვებგვერდი, 06/10/2014
010250050.35.134.016145
,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2014 წლის 1 ოქტომბერი

დაბა ქედა

 

,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14  ივლისის №12 დადგენილებაში (ვებგვერდი, 15/07/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016131) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს მორიგი სხდომები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო პარასკევს (ხოლო, თუ პარასკევი  არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგურამ ანანიძე