ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016147
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
01/10/2014
ვებგვერდი, 06/10/2014
010250020.35.134.016147
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/10/2014 - 15/09/2015)

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2014 წლის 1 ოქტომბერი

დაბა ქედა

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების  საფუძველზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3
კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  კონკურსის წესით დასანიშნ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013  წლის   29 მაისის №9 დადგენილება (ვებგვერდი, 31/05/2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016108).
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგურამ ანანიძე



დანართი

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. საერთო მოთხოვნები
1. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Exsel) ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი.
2. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის (შემდგომში - საკრებულოს აპარატი) ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა დამხმარე მოსამსახურეებისა მოეთხოვება  შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა)  საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
დ)  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

მუხლი 2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებისათვის მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნა;
ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნა;
გ) პროფესიული უნარების მოთხოვნა.

მუხლი 3. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში:
1. საკრებულოს აპარატის უფროსი:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;
დ)  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
2. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;
დ) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
3. აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ)  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
დ) ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;
ე) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
4. აპარატის იურიდიული განყოფილების წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში:
ა)  უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
დ) ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;
ე) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
5. აპარატის  საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო  განყოფილების უფროსი:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;
დ) ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;
ე) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
6. აპარატის საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო  განყოფილების წამყვანის სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;
დ)  ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;
ე) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
7. აპარატის საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო  განყოფილების წამყვანის სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;
დ) ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;
ე) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.