„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 30/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016026
26
29/09/2014
ვებგვერდი, 02/10/2014
010260020.35.175.016026
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2014 წლის 29 სექტემბერი

ქ. მცხეთა

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი  პუნქტის, „ ე.გ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება  „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №16 დადგენილებაში (სსმ. 05.09.2014; 010260020.35.175.016016) კერძოდ:

1.1  დადგენილებით დამტკიცებული  პროგრამის მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“.

1.2   პროგარმის მე-5 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„ერთჯერადი ფულადი თანხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომისია, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა ან შესაბამისი უბნის მაჟორიტარი დეპუტატის წერილობით შუამდგომლობას, ან სოციალური სააგენტოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ზემოაღნიშნული დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში კომისია გადაწყვეტილებას იღებს მოქალაქის უშუალოდ ადგილზე შემოწმების აქტის საფუძველზე. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელიც წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი