„ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 აპრილის №75 დადგენილებით დამტკიცებულ ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 17/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.600
  • Word
216
15/11/2006
სსმ, 155, 17/11/2010
010.220.020.10.003.000.600
„ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 აპრილის №75 დადგენილებით დამტკიცებულ ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №216

2006 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 აპრილის №75 დადგენილებით დამტკიცებულ ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:

1. ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 აპრილის №75 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №51, მუხლი 528) დამტკიცებულ ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ცხრილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

მიზანი

შედეგი

ღონისძიებები

2. ბავშვზე ზრუნვის საკითხებში არსებული საკანონმდებლო ბაზის გადასინჯვა და ადეკვატური ცვლილებებისა და ახალი ინიციატივების წარმოდგენა 2005 წლის ბოლომდე

2.1. შვილობილობისა და შვილად აყვანის კანონებში შეტანილია სათანადო ცვლილებები;

2.2. შემოთავაზებულია ბავშვთა სოციალური დაცვის შესახებ ახალი კანონპროექტი (შესაძლოა ბავშვთა კეთილდღეობის კოდექსის სახით).

2.3. ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შემუშავება

● ოთხი დროებითი, მიზნობრივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებენ ისეთ საკითხებზე, როგრიც არის: შვილად აყვანა, შვილობილობა და ალტერნატიული ფორმები და ახალი სერვისები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა შეფასებისა და დაცვის მექანიზმები და სხვა;

ბავშვზე ზრუნვის საკითხებში, არსებული საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებისა თუ ახალი ინიციატივების წარმოდგენა დაინტერესებული ორგანოების, არასამთავრობო სტრუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის;

● ერთი დროებითი მიზნობრივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს შემდეგ საკითხებზე: არსებული სტრუქტურების შეფასება და ახალი ტიპის სტრუქტურული მოდელი, ადგილობრივი ორგანოების ფუნქციები და მათი გადანაწილება, პოტენციური ბენეფიციარების სასარგებლოდ სახელმწიფო თუ ადგილობრივ დონეზე სერვისების უზრუნველყოფის მექანიზმი და სხვა;

● დამატებითი მიზნობრივი სამუშაო გუნდების ჩამოყალიბება საჭიროების მიხედვით (კვლევითი, საკონსულტაციო, სამივლინებო, მეთოდოლოგიური და..).

ბ) ცხრილს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

მიზანი

შედეგი

ღონისძიებები

7. ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესრულება

ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესრულების კონტროლის მარეგულირებელი მექანიზმების თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება

● ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესრულების კონტროლის მარეგულირებელი მექანიზმების თაობაზე შესაბამისი კანონპროექტის შემუშავება და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა 2007 წლის 1 სექტემბრამდე.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი