დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8/40 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.111.016230 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/10/2014 - 27/04/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულება, თანახმად დანართი 1-ისა. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/59 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|
დანართი 1 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა
და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. |
4.
სამსახურის დაფინანსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |
5.
სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით. |
6.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ფოთი,წმინდა ნინოს ქუჩა №4. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. |
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: |
ა)
სპორტის განყოფილება; |
ბ)
ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება. |
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. |
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. |
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. |
6.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. |
7.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; ბ)წინადადებების შემუშავებას სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; გ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სამსახურის სპორტის განყოფილების ფუნქციები |
სამსახურის სპორტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ)მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას; დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ე)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
სამსახურის ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის განყოფილების ფუნქციები |
სამსახურის ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; ბ)ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; გ)გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას; დ)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 6.
სამსახურის ქონება |
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. |
მუხლი 7.
დასკვნითი ნაწილი |
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები