დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8/39 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.111.016229 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/10/2014 - 21/12/2017)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის დებულება, თანახმად დანართი 1-ისა. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/57 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|
დანართი 1
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და
საბუღალტრო სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საბუღალტრო მომსახურებას, ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
.სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. |
4.
სამსახურის დაფინანსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |
5.
.სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით. |
6.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ფოთი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №12. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. |
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: |
ა)
შესყიდვების განყოფილება; |
ბ)
ბუღალტერია. |
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. |
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. |
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. |
6.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. |
7.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახურის ფუნქციებია:
ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; გ) შესყიდვების პროცესში ჯანსაღი კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; დ) საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; ე) სახელმწიფო შესყიდვების მომზადებისა და განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა; ვ) სახელმწიფო შესყიდვების მომზადებისა და განხორციელების პროცესში მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელმოწერილი დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებთან; ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოება; თ) მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის შედგენა და მერისთვის წარდგენა; ი) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ღირებულებების დაზუსტება, შესყიდვის ფორმის შერჩევა და შერჩეული ფორმის შესაბამისი, დოკუმენტაციის შედგენა (წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად); კ) სატენდერო კომისიის აპარატის, სამსახურის წარმომადგენლებით დაკომპლექტებისათვის წინადადებების მომზადება და შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის სამსახურის წარმომადგენელთაგან, სატენდერო კომისიის აპარატის წევრობის კანდიდატურების წარდგენა; აპარატის ფუნქციონირების საერთო კოორდინაცია; ლ) მის კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო დოკუმენტაციის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის პროექტების მომზადება, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების კონტროლი; მ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა. არქივის წარმოება. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარებების აქტების რეგისტრაცია; ნ) თვითმმართველობის ორგანოების, სამსახურების საბუღალტრო მომსახურება; ო) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული საკრებულოს, მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილის, სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადება და მერისთვის წარდგენა. სამსახურის უფროსის კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; პ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
ბუღალტერიის ფუნქციები |
ბუღალტერია წარმოადგენს სამსახურის განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას; ბ)ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას; გ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან; დ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; ე) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას; ვ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას; ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
შესყიდვების განყოფილების ფუნქციები |
სამსახურის შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას; ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას; ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 6.
სამსახურის ქონება |
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. |
მუხლი 7.
დასკვნითი ნაწილი |
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები