დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 128 |
დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/09/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.124.016103 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/10/2014 - 29/01/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის, მე-13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის). |
მუხლი 2 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი №2 დანართის შესაბამისად (დანართი №2 თან ერთვის). |
მუხლი 3 |
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად (დანართი №3 თან ერთვის). |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების
წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ბაღდათის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსებზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. წინამდებარე წესი არეგულირებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხიმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით. |
მუხლი 2.
ვებგვერდის ადმინისტრირება |
1. ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის განთავსებას. 2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.bagdati.gov.ge |
მუხლი 3.
ინფორმაციის კატეგორიები |
1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯაროა და უსასყიდლოა.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 3. ვებ-გვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე სავალდებულოა. |
მუხლი 4.
ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება |
1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხიმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე - ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი.
2. პროქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე იქმნება შესაბამისი გვერდი „პროაქტიული გამოქვეყნება“. რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. 3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში. |
მუხლი 5.
ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია |
ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებ-გვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას:
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების, კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების ფუნქციების აღწერას; 2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, შინაგანაწესი, თანამდებობრივი ინსტრუქციები); 3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს; 4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები; 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების უფროსების, გამგებლის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია, სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები; 6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის, მისი სტრუქტურული ერთეულების/მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ადგილმდებარეობის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი. 7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა; 8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი; 9 .სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა; 10. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია; 11. ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ბაღდათის მუნიციპალიტეტისა საკრებულოს დადგენილებით. 12. ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ. |
დანართი №2
|
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის
სტანდარტი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულება |
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის გაცემა |
1. საჯარო ინფორმაცია შეიძლება მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ/ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო/და“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და ვადებით მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ, განცხადებაში მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილი იქნას ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“.საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული თანხის ოდენობა. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა |
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს შესაბამისად ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში ან/ და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე bagdati sakrebulo@gmail.com და bagdati gamgeoba@gmail.com ზემოთ ჩამოთვლილი თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად / დანართი №3 /.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება. |
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლება |
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევნება:
ა) ინფორმაციის მოთხოვნის მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას; ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას; ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. |
მუხლი 5.
ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები |
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (ელექტრონულ ფოსტაზე) შემოსული ელ. განცხადება, მიღებისთანავე გადაეგზავნება შესაბამისად ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს რეგისტრაციისათვის და შესრულება დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხიმგებელ თანამდებობის პირებს, რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.
2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება - მომზადების შემდგომ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი/ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით. 4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან. |
დანართი №3
|
მოქალაქე-------------------------------------------------------- მცხოვრები ------------------------------------------------------ ტელ/მობ -------------------------------------------------------- ორგანიზაციის დასახელება ----------------------------------
განცხადება
გთხოვთ,“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- /მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება/ ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ: 1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით---------------------------------------------------------------------------- ან 2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა, ან 3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემს/ჩვენს მიერ წარმოდგენილი მეხსიერების ბარათზე /კომპაქტურ დისკზე, ან 4. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა. /აირჩიეთ თქვენთვის მისაღები ფორმა/
დაინტერესებული პირი /განმცხადებელი/ .......................................................
თარიღი: ---------------------- |
დოკუმენტის კომენტარები