დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს ,,ბეღელის” აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს ,,ბეღელი” |
| მიღების თარიღი | 29/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს ,,ბეღლის” აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
სს ,,ბეღლის” (ს/კ 244547102) დირექტორის ნელი შონიას მოწვევით, 2014 წლის 22 ოქტომბერს, 12 საათზე, გაიმართება სს ,,ბეღლის” აქციონერთა საერთო კრება, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ფალიაშვილის ქ. №11ა, ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას სანოტარო ბიურო.
კრების სააღრიცხვო დღედ განსაზღვრულია 2014 წლის 17 ოქტომბერი.
კრების დღის წესრიგი:
1. სს ,,ბეღლის” სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრების არჩევა;
2. სს ,,ბეღლისათვის” იჯარით გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) შესყიდვა;
3. სს ,,ბეღლის” უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის დადგენა;
4. სხვადასხვა.
დირექტორი რეკომენდაციას უწევს აქციონერებს, მხარი დაუჭირონ მიწის ნაკვეთის შეძენის საკითხს.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმდეს სს ,,ბეღლის” დირექტორ ნელი შონიასთან, 2014 წლის 17 ოქტომბრამდე.
დირექტორი ნ. შონია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები