„სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 563
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 20/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.018183
563
29/09/2014
ვებგვერდი, 30/09/2014
010220030.10.003.018183
„სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №563

2014 წლის 29 სექტემბერი

ქ.თბილისი

„სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2013, 010220030.10.003.017231) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

მუხლი 1

 „საქართველოს  მთავრობის  სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა  და  საქმიანობის  წესის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ-კ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია შემდეგი მუდმივმოქმედი წევრების შემადგენლობით:  

-  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - კომისიის თავმჯდომარე;

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

- საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

-  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

-  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის წევრი;

-  ეკონომიკური საბჭოს მდივნის - ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის  მოადგილე - კომისიის წევრი;

 საგადასახადო ომბუდსმენი - კომისიის წევრი.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი