„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 815
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.016374
815
21/10/2014
ვებგვერდი, 23/10/2014
010340000.22.034.016374
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №815

2014 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06.08.2014 წ. 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. დეპარტამენტის ბეჭედი და ბლანკი

დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.

2. მე-9 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უცხოელისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის, გაგრძელებისა და გაუქმების თაობაზე;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში;“;

დ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ორდინალური საიმიგრაციო და ტრანზიტული ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე.“.

3. მე-10 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საჭიროების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას და ახორციელებს მათ ინფორმირებას ქვეყანაში საიმიგრაციო წესების შესახებ; უზრუნველყოფს ცხელი ხაზით მომსახურებას;“.

4. მე-11 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში შემოსულ უცხოელთა რეგისტრაციას, მათი პირადი ნივთების  აღრიცხვასა და შენახვას;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უზრუნველყოფს ცენტრის ვიზიტორების აღრიცხვასა და მათ უსაფრთხოებას;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ახორციელებს უცხოელის მიღებასთან, გადაცემასთან, გადაყვანასთან, გათავისუფლებასა და გამგზავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;“;

დ)  „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი  

„ჟ1) დროებითი განთავსების ცენტრიდან კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას, უზრუნველყოფს ადგილზე მის ზედამხედველობას;“.

5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. საორგანიზაციო განყოფილება

საორგანიზაციო განყოფილება:

ა) იღებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა საჩივრებს, თხოვნებს, განცხადებებს და შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის დანაყოფს;

ბ) ცენტრში განთავსებული უცხოელებისათვის უზრუნველყოფს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულებისათვის შეტყობინებას;

გ) ცენტრში განთავსებული უცხოელებისათვის უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევას;

დ) უზრუნველყოფს შემოსული არასაიდუმლო დოკუმენტების მიღებას და მათ ასახვა-განაწილებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით;

ე) უზრუნველყოფს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების (საიდუმლო დოკუმენტები) მიღებასა და აღრიცხვას შესაბამის ჟურნალში;

ვ) ახორციელებს თანამშრომლებისათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდებას, ასევე იმ კორესპონდენციის დაუყოვნებლივ გაგზავნას, რომელზეც მოხდა რეაგირება;

ზ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საქმის მასალების საარქივო შენახვას და საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს  დეპარტამენტში შემოსული ან გასული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტების წარმოებასთან დაკავშირებით;

ი) ახორციელებს შემოსულ კორესპონდენციაზე კანონით დადგენილი წესით/ვადით პასუხის გაცემის ზედამხედველობას.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე