დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 მარტის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.32.057.016184 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 მარტის №10 დადგენილებაში (სსმ, 28.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016163) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
ა)
დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 118 (ას თვრამეტი) საშტატო ერთეულით.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| ||||||
გ)
დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| ||||||
დ)
დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხას შესყიდვების, მატერიალურ–ტექნიკური და ინფორმაციულ–ტექნოლოგიური დეპარტამენტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის გრაფა:
| ||||||
2.
ამ დადგენილებით გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობის დაფინანსება მიმდინარე ეტაპზე განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო შემდგომში საშტატო რიცხოვნობის მატების დაფინანსება გათვალისწინებულ იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის დროს. |
3.
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები