„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 287
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016674
287
29/09/2014
ვებგვერდი, 30/09/2014
230210000.22.033.016674
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №287

2014 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი:

„21. საბაჟო საწყობში წარდგენილი, კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსათვის შესაბამისი საბაჟო საწყობის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი ფორმით აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის უკან დაბრუნების ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან უზრუნველყოფს საქონლის განადგურებას მესაკუთრის ან მფლობელის (მათ შორის, საბაჟო საწყობის) ხარჯით (გარდა ამ ინსტრუქციის 110-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა).“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (შემდგომში – მოწმობა, დანართი №II-01) ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ან/და დროებით შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან დროებით შენახული საქონლის, ან დროებით შემოტანილი საქონლის, აგრეთვე საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს მიერ უკან დაბრუნებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა:

ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებისა და ასეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მგზავრთა ბარგისა და ხელბარგისა;

ბ) საქონლის გარეშე გადაადგილებული სარკინიგზო ან ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;

გ) TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, გარდა საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში და საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურში გადაადგილებულისა;

დ) საზღვაო ნავსადგურიდან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით;

ე) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლისა;

ვ) თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებული კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლისა, რომელთა აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;

ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე გადაადგილებული სეს ესნ-ის 8712, 8713 სასაქონლო პოზიციებში შემავალი სატრანსპორტო საშუალებისა (ძრავას გარეშე);

თ) თავისუფალ ზონაში შესატანი საქონლისა, როცა ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ხორციელდება თავისუფალი ზონის შესასვლელში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;

ი) თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლისა, როდესაც აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება თავისუფალი ზონის გასასვლელში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;

კ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;

ლ) ორ მომიჯნავე საბაჟო კონტროლის ზონას შორის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა;

მ) საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/ საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;

ნ) საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა.“.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია საბაჟო საწყობში, საბაჟო ტერმინალში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან შენახვის სხვა ადგილზე, სადაც არსებობს საქონლის შენახვის შესაბამისი პირობები.“.

4. მე-16 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბაჟო საწყობში დროებით შენახულ საქონელზე დასაშვებია საკუთრების უფლების გადაცემა საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში:

ა) განაცხადით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება განაცხადში;

ბ) მოწმობით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება მოწმობაში, რომელიც მოიხსნება კონტროლიდან განაცხადის წარდგენით, ხოლო საბაჟო დეკლარაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცხადდება ძალადაკარგულად;

გ) საბაჟო დეკლარაციით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება დეკლარაციაში, რომელიც ცხადდება ძალადაკარგულად, ხოლო დროებით შენახული საქონლის აღრიცხვა და საბაჟო კონტროლი ხორციელდება ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილი დეკლარაციით ან განაცხადით;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება აღნიშნულ ბაზაში.

8. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახული საქონელი შესაძლებელია აღრიცხვის მოწმობით გადატანილ იქნას სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში და დროებით შენახულ იქნეს დარჩენილი ვადის ფარგლებში, ხოლო სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, ასევე შესაძლებელია, საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად  გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.“.

5. დანართი №IV-01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
6. დანართი №IV-04 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
7. 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია − იმპორტიორის მიერ შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, როდესაც საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას, ხოლო სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში – იმპორტიორის მიერ ნასყიდობის დოკუმენტების საფუძველზე შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (დანართი  №IV-04);

8. 37-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე და რომელთაგან თითოეული მათგანი წარმოშობილია ერთ ქვეყანაში და სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით. დაუშვებელია ერთ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში გაცხადდეს ერთზე მეტი ერთი და იმავე თერთმეტნიშნა კოდის და ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყნის საქონელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი საქონლის ნაწილზე წარმოდგენილია საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი, ან როდესაც საქონლის დეკლარირება ხორციელდება „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე ან ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენამდე ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ საქონელზე თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.“.

9. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი:

„ა.გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის სამშენებლო ზონის“ ან „კარწახის“ გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, „საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისათვის განკუთვნილი, სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული ზეთებისა;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სეს ესნ-ის 842641 და 842649 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ მექანიზმებზე, 842710 და 842720 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ სატვირთველებზე, 8429, 8701, 8702, 8703 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული კვადროციკლებისა, ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით არა უმეტეს 50 სმ3-ისა), 8704, 8705, 8709, 8710, 8711 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული მოტოციკლებისა და ველოსიპედებისა, ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით არა უმეტეს 50 სმ3-ისა), 8716 (871690 სასაქონლო სუბპოზიით გათვალისწინებული ნაწილების გარდა) სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 (8903 10 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული გასაბერი ნავების გარდა) სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმში“ (ბაქოს ქ. №11-ში) საზღვაო გზით შემოტანილი ან საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა.“. 

10. 51-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქონლის შემოტანამდე საბაჟო დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და, თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 30 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს ASYCUDA-ს გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებას და საქონელი გაიშვება შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.“.

11. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა შესაძლებელია საბაჟო საწყობში, საბაჟო ტერმინალში და გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, აგრეთვე შენახვის სხვა ადგილას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

12. 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო საწყობში შენახულ, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე (შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების გარდა) საკუთრების უფლების გადაცემა დასაშვებია საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში, რომელიც ჩაითვლება ძალადაკარგულად, ხოლო ახალი მესაკუთრის მიერ წარედგინება ახალი საბაჟო დეკლარაცია.“.

13. 72-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) როდესაც პირი გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ აცხადებს საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი და საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში დროებით შენახული საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების მიზნით, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება პირის განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, და მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი.“.

14. 79-ე მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ნარჩენი შესაძლებელია მოექცეს იმპორტის ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური




დანართი №IV-01

 

სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას საჭირო

ძირითადი დოკუმენტები

 

        შენიშვნა:  საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით

        

დოკუმენტის დასახელება

იმპორტი

საწყობი

რეექს პორტი

დროებითი შემოტანა

ექსპორტი

ტრანზი ტი

შიდა გადამუ შავება

გარე გადამუ შავება

საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი:

 

 ა) ხელშეკრულება ან

 ბ) ანგარიშ-ფაქტურა ან

 გ) სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი

შენიშვნა:

1. თუ საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას, საბაჟო დეკლარაციას უნდა დაერთოს იმპორტიორის მიერ შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია დანართი №IV-04-ის შესაბამისად, ხოლო აღნიშნული დოკუმენტების არარსებობისას  – საქონლის დათვალიერების აქტი/ექსპერტის დასკვნა.

2. სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციას უნდა დაერთოს იმპორტიორის მიერ ნასყიდობის დოკუმენტების საფუძველზე შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია დანართი №IV-04-ის შესაბამისად.

*

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

*

*

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

*

*

*

*

*

*

*

სატრანსპორტო დოკუმენტი:

 

ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;

ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;

გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედდებული;

დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.

*

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

*

*

*

*

*

*

*

 

 

 

დანართი №IV-04

საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია

 

                ტვირთის მიმღებიდასახელება                                                  ა/მ სახელმწიფო ნომერი

 

 

 

 

 

                       საიდენტიფიკაციო ნომერი                                              გადამზიდავი ორგანიზაცია

 

 

 

 

 

ნასყიდობის დოკუმენტის ნომერი*

 

საქონლის დასახელება/აღწერა**

 

 

 

წონა

 

 

დამატ.ზომის ერთეული

 

მეტრი/კვ. მეტრი

***

გადახდილი/

გადასახდელი თანხა

ვალუტა

 

ბრუტო

 

ნეტო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ:

 

 

სულ:

 

 

 

 

თანხა

ვალუტა

სხვა ხარჯი

 

 

ტრანსპორტირების ხარჯი

 

 

 

 

 

 

 

 

                                                   -

 

დამატებითი ინფორმაცია:****

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შენიშვნა:       * გრაფა ივსება თითოეული ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით

                        ** გრაფაში დეტალურად მიეთითება საქონლის აღწერილობითი ნაწილი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრაზე

                        *** გრაფაში მიეთითება დამატებითი ზომის ერთეული სეს ესნ-ის მოთხოვნიდან გამომდინარე

                        **** მიეთითება სხვა ხარჯები, რომელიც უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში. შევსება სავალდებულო არ არის სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში

 

 

დეკლარაციაში ასახული მონაცემების სისწორეს ვადასტურებ

 

                                           დეკლარანტი   

 

 

                                      თარიღი: