„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016181
63
26/09/2014
ვებგვერდი, 02/10/2014
010250050.35.156.016181
„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №63

2014 წლის 26 სექტემბერი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  1. შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში (სსმ,15/07/2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.156.016166); და დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს დ) ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი დმანისის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, რომელსაც იყენებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებემოსილების განხორციელების დროს შედგენილი, გამოცემული ან/და უკვე არსებული აქტების დასამოწმებლად.“.

მუხლი 2
  1. შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში (სსმ,15/07/2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.156.016166) და დებულების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი  რედაქციით:

      „2. გამგეობის შინაგანაწესს ამტკიცებს გამგებელი.“.

მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი