ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016034
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
34
24/09/2014
ვებგვერდი, 01/10/2014
010250050.35.176.016034
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/10/2014 - 29/08/2023)

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2014 წლის 24 სექტემბერი

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე  მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:     

მუხლი 1
დამტკიცდეს  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი ატრიბუტიკის ფორმების შემუშავებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3
  დადგენილება ძალაშია   გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე



დანართი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების

 მინიჭების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ამ წესით განისაზღვრება  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი.

2.  საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად.

3. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.

მუხლი 2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები

1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

ბ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;

გ) საქართველოს პარლამენტის წევრს თელავის მაჟორიტარ დეპუტატს;

დ)  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარეს,  ქალაქ თელავის   მუნიციპალიტეტის მერს;

ე)  ქალაქ თელავის  საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

ვ) საინიციატივო ჯგუფს  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.

2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:

 ) კანდიდატურის წარმდგენი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის  ღვაწლის და დამსახურების შესახებ;

ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3X4.

მუხლი 3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება და ჩამორთმევა

1. ამ წესის მეორე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის  საფუძველზე წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს  ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახური და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე შესაბამისი ბრძანების პროექტს წარუდგენს  ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის მერს.

2. ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის მერი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.

3. მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის გადაცემა ხდება წელიწადში ერთხელ ტრადიციულ დღესასწაულზე „ერეკლეობა". განსაკუთრებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან/და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი უნდა იქნეს  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში, რომელიც ინახება  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მუხლი 4. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის საფუძვლები

1. პირს შეიძლება ჩამოერთვას საპატიო მოქალაქის წოდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ დანაშაული;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;

გ)  საკუთარი სურვილით.