დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.163.016221 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/10/2014 - 30/01/2015)
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის (ქირის) განსაზღვრის წესი დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების
საპრივატიზებო საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი |
1. თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომ - თელავის მუნიციპალიტეტი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობა განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით.
2. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის დანართი №1-ის პირველი მუხლის შესაბამისად. 3. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას წილების საწყისი საპრივატიზებო საფასური უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობის, საწარმოს კაპიტალის ან არანაკლებ საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებისა (საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულებებს შორის სხვაობა), ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე (საწარმოს კაპიტალის ან საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებაზე) ნაკლები ოდენობით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. 4. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი მუნიციპალური ქონების პრივატიზება, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
|
დანართი №2 |
თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით
გადაცემისას წლიური საწყისი საფასურის (ქირის) ოდენობის განსაზღვრის წესი |
1. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემისას სარგებლობის წლიური საწყისი საფასური განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნით განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო ფასის შესაბამისად, ამ წესის დანართი №2-ის მე-2 მუხლით დადგენილი ოდენობით.
2. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის (ქირის) ოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 5 პროცენტით. 3. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური საფასური შეიძლება განისაზღვროს ამ წესის დანართი №2-ის მე-2 მუხლით დადგენილ საფასურზე ნაკლები ოდენობით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. 4. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების პირობების გარეშე აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ქონების მმართველის მიერ. 5. თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი მუნიციპალური ქონების სარგებლობაში გადაცემა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ქონება განმეორებით აუქციონზეც არ გადაიცა სარგებლობაში, საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები