დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.163.016210 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/10/2014 - 08/02/2018)
|
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შემდგომ - თელავის მუნიციპალიტეტი) შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი. |
| მუხლი 2 |
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 1 სულიანი ოჯახებისათვის 0,50 ლარს თვეში, ხოლო ერთ სულზე ზევით 1.00 ლარს თვეში. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე თვეში. |
| მუხლი 5 |
იურდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელის განაკვეთი განისაზღვროს დანართიN2–ის შესაბამისად. |
| მუხლი 6 |
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება - ტრანსპორტირების, ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები დაიფაროს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |
| მუხლი 7 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
|
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (ტექსტში შემდგომ) აწესრიგებს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხორებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს. 3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. 5. მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსაკრებელი ამოიღება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელია თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი. მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის გაიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების წარმომქნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო – კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 3. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე (შემდეგში – მესაკუთრე/მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 4. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 5. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. 6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წამოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნას ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 8. მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს. 9. მესაკუთრის/მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათი დაარსებისთანავე. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ნარჩენების წარმოქნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად. 4. გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. ნარჩენების წარმომქნელის მიერ ნარჩენების წარმოქნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. 6. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს, წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის საცხოვრებელ ადგილას არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ. მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი მოსაკრებელი მთლიანად ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საფუძველზე. 2. ქვითრის ტიპური ფორმის სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) მოსაკრებლის გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) გადასახდელი თანხა და პერიოდი; გ) გადახდის ვადა და გადახდის ადგილი. 3. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით. 4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს.
|
დანართი N2
|
იურდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები
|
მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა: მ = მოც. X თვის განაკვეთზე; მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე; მოც = ნარჩენის წარმოქმნის (კვ.მ. ადგილი, საწოლი). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები