„ავტორიზებულ აფთიაქსა და აფთიაქში (სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში) ორიგინალური შეფუთვის დაშლისა და დაფასოების გზით, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისათვის შესაბამისი ოდენობით, ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 თებერვლის №01-4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-71/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 21/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 470200000.22.035.016298
01-71/ნ
06/10/2014
ვებგვერდი, 06/10/2014
470200000.22.035.016298
„ავტორიზებულ აფთიაქსა და აფთიაქში (სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში) ორიგინალური შეფუთვის დაშლისა და დაფასოების გზით, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისათვის შესაბამისი ოდენობით, ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 თებერვლის №01-4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„ავტორიზებულ აფთიაქსა და აფთიაქში (სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში) ორიგინალური შეფუთვის დაშლისა და დაფასოების გზით, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისათვის შესაბამისი ოდენობით, ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 თებერვლის №01-4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-71/ნ

2014 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ავტორიზებულ აფთიაქსა და აფთიაქში (სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში) ორიგინალური შეფუთვის დაშლისა და დაფასოების გზით, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისათვის შესაბამისი ოდენობით, ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 თებერვლის №01-4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გათვალისწინებით, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ავტორიზებულ აფთიაქსა და აფთიაქში (სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში) ორიგინალური შეფუთვის დაშლისა და დაფასოების გზით, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისათვის შესაბამისი ოდენობით, ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის  4 თებერვლის №01-4/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge;  04/02/2013; 470200000.22.035.016190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11.  პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროების დროს ავტორიზებული აფთიაქისა და აფთიაქისათვის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტისათვის) დამტკიცდეს „გადაუდებელი დახმარების ჩანთა“ (დანართი N2).“.

2. ბრძანებას დაემატოს „გადაუდებელი დახმარების ჩანთა“ დანართი N2 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

დანართი N2

„გადაუდებელი დახმარების ჩანთა“

1. აღნიშნული დანართი განსაზღვრავს ავტორიზებული აფთიაქისა და აფთიაქისათვის (სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტისათვის) ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხას - „გადაუდებელი დახმარების ჩანთა“-ს, რომლებიც ექვემდებარება ფორმა N3 რეცეპტის ბლანკის ფორმის გარეშე გაცემას, პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროების დროს*.

2. პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, „გადაუდებელი დახმარების ჩანთით“ განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის მომხმარებლისთვის გაცემა არ განიხილება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებად და შესაბამისად, არ წარმოადგენს ამავე კანონის 374 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის სამართალდარღვევას.

3. ,,გადაუდებელი დახმარების ჩანთა“ მოიცავს შემდეგ ფარმაცევტულ პროდუქტებს:

N

საერთაშორისო დასახელება

ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი

შენიშვნა

1

amiodarone

ტაბლეტი

ანტიარითმიული საშუალება

2

Atropine

 ი.ვ. ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი

მ-ქოლინობლოკატორი (სპაზმოლიზური საშუალება)

3

captopril

ტაბლეტი

აგფ ინჰიბიტორი, (წნევის დამწევი საშუალება)

4

Dexamethasone

 ი.ვ., ი.მ. საინექციო ხსნარი; ტაბლეტი

გლუკოკორტიკოსტეროიდი ჰორმონალური საშუალება

(ანაფილაქსიის საწინააღმდეგო საშუალება)

5

Diphenhydramine

 ი.ვ. და ი.მ. საინიექციო ხსნარი

სისტემური მოქმედების ანტიჰისტამინური საშუალება

(ანტიალერგიული საშუალება)

6

Epinephrine (Adrenaline)

 ი.ვ. ი.მ. და კანქვეშ საინექციო ხსნარი

ადრენომიმეტური საშუალება

(ანაფილაქსიური შოკის საწინააღმდეგო საშუალება)

7

Furosemide

ი.ვ., ი.მ. საინექციო ხსნარი, ტაბლეტი

დიურეზული საშუალება

(ძლიერი და სწრაფი მოქმედების შარდმდენი საშუალება)

8

Glibenclamide

ტაბლეტი

სულფანილშარდოვანას წარმოებული

(პერორალური ანტიდიაბეტური საშუალება)

9

Glucose

40 % ი.ვ. საინექციო ხსნარი

ნახშირწყლოვანი ცვლის მაკორეგირებელი საშუალება

(ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო)

10

Insulin

კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი

დიაბეტის სამკურნალო საშუალება

11

Metformin

ტაბლეტი

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება

(ანტიდიაბეტური საშუალება)

12

Metoprolol

ტაბლეტი

ბეტა-1 სელექტიური ადრენობლოკატორი

(წნევის დამწევი საშუალება)

13

Nifedipine

 ტაბლეტი, დრაჟე

კალციუმის არხების ბლოკატორი

(წნევის დამწევი საშუალება)

14

Prednisolone

 ი.ვ. და ი.მ. საინიექციო ხსნარი, ტაბლეტი

ჰორმონალური საშუალება გლუკოკორტიკოსტეროიდი

(ანაფილაქსიური შოკის, ალერგიული რეაქციების სამკურნალო და ბრონქული ასთმის შეტევის კუპირების საშუალება)

15

Salbutamol (Albuterol)

აეროზოლი

ბეტა-ადრენომიმეტური საშუალება

(ბრონქული ასთმის შეტევის კუპირების საშუალება)

1 სტანდარტული შეფუთვა

16

Nitroglycerin

ტაბლეტი

ანტიანგინალური საშუალება

(სტენოკარდიული შეტევის კუპირების საშუალება)

1 სტანდარტული შეფუთვა

*„გადაუდებელი დახმარების ჩანთით“ განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებისას, მისი გაცემა/რეალიზაცია ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.