დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის №24/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8/31 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016221 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის №24/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის №1728 განკარგულების „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის N24/36 დადგენილებაში (ვებგვერდი, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.111.016185). კერძოდ: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 13967,5 ათ. ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9425,2 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 10325,2 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 900,0 ათ. ლარის ოდენობით.
|
5.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
6.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას (გზები და ხიდები), ქალაქ ფოთში დანელიას ქუჩის (სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციას, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციას, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობას, ლიფტების შეძენისა და მონტაჟის პროექტირებას, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვას, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობას, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას, დასუფთავების ღონისძიებებს, მათ შორის სპეც. ტექნიკის შესყიდვას, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირებას, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდას, მათ აღდგენასა და მოვლა-პატრონობას, სანიაღვრე არხების მოწყობას, სატუმბო სადგურების რეაბილიტაციას, სატუმბო სადგურის ელ. ენერგიის წყაროსთან მიერთების სამუშაოებს, არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-შენახვას, ეზოების კეთილმოწყობის პროექტირებას, ეზოების კეთილმოწყობას (ნიკოლაძის სანაპიროზე, 9 აპრილის ხეივანზე, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ს/სახლების და სხვა ქუჩებზე მდებარე ს/სახლების ეზოები), „კოლხი დედის“ ძეგლის პედესტალის მშენებლობის, გადატანის, აღმართვის პროექტირებას და სამუშაოებს, მერიის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის კაპ. შეკეთებას, გამწვანების სამუშაოებს და სხვა. |
7.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა–შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ფოთში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ასფალტის საფარის ორმული შეკეთება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას, კერძოდ კი ხელს შეუწყობს არსებულის შენარჩუნებას მიმდინარე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოების კვალობაზე. ასევე დაგეგმილია ქალაქ ფოთში დანელიას ქუჩის (სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაცია, საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების და გადასასვლელების მოწყობა, შუქნიშნების მოვლა-პატრონობა, ქუჩების მონიშვნა ნიტრო–საღებავით, ტროტუარების მოწყობა და სხვა.
|
8.
მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
მუხლი 18. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების თანახმად:
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 20 აგვისტოს №383 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის (თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახური, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია) 2014 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად: ა) შემცირდა „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის“ „შრომის ანაზღაურების“ ხარჯი 0,8 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ ხარჯი; ბ) შემცირდა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის“ „შრომის ანაზღაურების“ ხარჯი 4,1 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ ხარჯი. - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 9 სექტემბრის №437 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის (თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახური, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია) 2014 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად: ა) შემცირდა „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის“ „სამედიცინო ხარჯი“ 2,9 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლოატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები“. ბ) შემცირდა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის“ „ოფისის ხარჯები“ 3,2 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ ხარჯი. |
2.
დადგენილება ძალაშია 2014 წლის 24 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები