დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016208 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61 მუხლის მე-2 ნაწილისა და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
ეს წესი განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეებზე, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესს და პირობებს. |
მუხლი 2.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები |
1. პრემიის გაცემა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის და/ან ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, და/ან განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, შესრულებული სამუშაოს ან/და დასაბუთების საფუძველზე.
2. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ. 3. პრემიის მიზნებია, გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. |
მუხლი 3.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება |
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/სამსახურის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული პირებისათვის ან/და გამგებლის ან/და გამგებლის მოადგილეს.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის/სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს გამგებელს ან/და გამგებლის მოადგილეს. 3. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის ან/და საკრებულოს თავმჯდომარეს. 4. საკრებულოს აპარატის უფროსზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. 5. გამგებლის მოადგილეზე (მოადგილეებზე) პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების ფორმით. 6. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე და სხვა მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების ფორმით. 7. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთათვის პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდიალურ–სამართლებრივი აქტის – ბრძანების ფორმით. |
მუხლი 4.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა |
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის უფროსსა და აპარატის მოსამსახურეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია შესაძლებელია გაიცეს არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები