„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.114.016217
36
24/09/2014
ვებგვერდი, 30/09/2014
010250020.35.114.016217
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №36

2014 წლის 24 სექტემბერი

დ. ჩოხატაური

 

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად  ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულების   დამტკიცების შესახებ“ –ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში (სსმ, 28. 07. 2014 წ.) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება, ჩოხატაურის   მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-14 მუხლის მე-3  პუნქტის  ,,დ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,დ) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტებისა და ცნობის გაცემისათვის საჭირო  დოკუმენტაციის  საფუძველზე გასცემს შესაბამის ცნობას”.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-14 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ზ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და ბლანკი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის აღნიშვნით“.

მუხლი 3
,,5) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-15 მუხლის მე-4  პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,5. გასცემს ცნობებს საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის  №46 დადგენილების შესაბამისად“.
მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლიდან ამოღებული იქნას მე-5 პუნქტი.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე