ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016133
34
29/09/2014
ვებგვერდი, 03/10/2014
010260020.35.106.016133
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2014 წლის 29 სექტემბერი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №18 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (ვებგვერდი - www.matsne.gov.ge), 04.08.2014 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016120) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ და „ჟ2“ ქვეპუნქტები:

„ჟ1. წინადადებების შემუშავებას კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;

2. სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში (სფეროებში) განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას და მონიტორინგს, მათი სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმებას, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას;“.

მუხლი 2
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №21 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (ვებგვერდი - www.matsne.gov.ge), 04.08.2014 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016123) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) წინადადებების შემუშავებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1. სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმებას, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას;“.

მუხლი 3
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №22 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (ვებგვერდი - www.matsne.gov.ge), 04.08.2014 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016124) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) წინადადებების შემუშავებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1. სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში (სფეროებში) განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას და მონიტორინგს, მათი სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმებას, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას;“.

მუხლი 4
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა