ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 709
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 15/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 460.080.000.05.002.000.
  • Word
709
04/12/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 23, 15/12/1997
460.080.000.05.002.000.
ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №709

1997 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

ქვეყანაში ფეხბურთის შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად, ამ მიმართებით წარმოებული მუშაობის რადიკალურად გარდაქმნისა და საფეხბურთო მეურნეობის მართვის სრულყოფის მიზნით:

1. ფეხბურთის სფეროში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე და მისი სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის 1997 წლის 21 ნოემბრის № 5/51 ბრძანება.

2. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (ა. ჩივაძე) უახლოეს პერიოდში მოიწვევს ყრილობას, საკუთარი წესდების შესაბამისად.

3. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა (კ. ასათიანი), იუსტიციის სამინისტრომ (თ. ნინიძე) სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ხელი შეუწყონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ყრილობის მომზადებასა და გამართვაში.

4. საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეშვეობით უზრუნველყოს სისტემატური კონტაქტი ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მათ მიერ სანქციების თავიდან აცილებისა და საერთო პრაქტიკული დახმარების მიზნით.

5. შეიქმნას სამთავრობო კომისია საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, დაინტერესებული სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მონაწილეობით, რომელიც შეიმუშავებს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მრავალწლიან პროგრამას.

6. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ზ. შენგელიამ უზრუნველყოს სამთავრობო კომისიის შექმნის ორგანიზაციული საკითხების კოორდინაცია და კომისიის შემადგენლობის დასამტკიცებლად წარმოდგენა.

ე. შევარდნაძე