„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.171.016021
21
24/09/2014
ვებგვერდი, 01/10/2014
010250000.35.171.016021
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2014 წლის 24 სექტემბერი

ქ. ოზურგეთი

 

„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში (ვებგვერდი, 07/08/2014 სარეგისტრაციო კოდი (010250040.35.139.016123).
1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ დანართში:

ა) დებულების მე-6 მუხლის  მე-3  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ი’’ ქვეპუნქტი:

,,ა.ი) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტს, აგრეთვე გასცემს ცნობებს ფაქტობრივი მდგომარეობის (ოჯახის შემადგენლობის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა და ქონების ფაქტობრივი მოვლა-პატრონობის თაობაზე) დადასტურების შესახებ, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის მერის წარმომადგენელი.".

2. დებულების VII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი:

351 მუხლი. საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტისა და ფაქტობრივი მდგომარეობის  დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი.

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე ფაქტობრივი მდგომარეობის (ოჯახის შემადგენლობის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა და ქონების ფაქტობრივი მოვლა-პატრონობის თაობაზე) დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.

2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე