დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის N975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 761 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016367 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. აკადემიის მისიაა სამართლის, მათ შორის, საპოლიციო რეგულირების სფეროში არსებული ცოდნის თავმოყრა, საზოგადოების სერვისზე ორიენტირებული სტანდარტების შემუშავებით მისი განახლება და სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით სამინისტროსათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი, მაღალი ღირებულებებისა და პრინციპების მქონე კადრების მომზადება.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) საქართველოსა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივად აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;“. 3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მე-2 საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;“. 4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია სამართლის სკოლა.“. 5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები არიან: პრორექტორები, ადმინისტრაციის უფროსი, სამართლის სკოლის უფროსი, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, შსს არქივის დირექტორი, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.“. 6. მე-11 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის რექტორს სამაგისტრო და საბაკალავრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო და საბაკალავრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას;“. 7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 14. სამართლის სკოლა 1. სამართლის სკოლა წარმოადგენს აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შეიმუშავებს და განახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მე–2 საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს. 2. სამართლის სკოლის პერსონალი ინიშნება აკადემიური კონკურსის წესით შერჩეულ პირთაგან საკონკურსო ვადით. კონკურსი ტარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების მოთხოვნათა დაცვით. 3. სამართლის სკოლაში იქმნება სკოლის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი. 4. სამართლის სკოლის საბჭოს ხელმძღვანელობს სამართლის სკოლის უფროსი, რომელიც: ა) უზრუნველყოფს სამართლის სკოლაში სასწავლო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ესწრება სამართლის სკოლის ფარგლებში განხორციელებულ ლექციებს; გ) სამართლის სკოლაში განხორციელებადი პროგრამის/პროგრამების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფის მიზნით მოიძიებს შესაბამის სპეციალისტებს და რეკომენდაციას უწევს აკადემიის რექტორის წინაშე. 5. სამართლის სკოლის საბჭო: ა) შეიმუშავებს აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს; ბ) შეიმუშავებს სამართლის სკოლის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიულ გეგმებს და გადასცემს წარმომადგენლობით საბჭოს; გ) ორგანიზებას უწევს სამაგისტრო ნაშრომის დაცვას; დ) წარადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს რექტორის წინაშე მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად; ე) წარადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს რექტორის წინაშე ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად; ვ) ახორციელებს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ მობილობის წესით აკადემიაში ჩარიცხვის შემთხვევაში კრედიტების აღიარებას და პროგრამული თავსებადობის დადგენას; ზ) შეიმუშავებს სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების წინადადებებს; თ) ახორციელებს აკადემიის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. სამართლის სკოლის საბჭო უფლებამოსილია, თუ სკოლის საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. 7. სამართლის სკოლის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. 8. სამართლის სკოლის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სკოლის საბჭოს ოქმით და დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიის რექტორს.“. 8. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ინსტრუქტორები წარმართავენ სპეციალური პროფესიული განათლებით სწავლებას და ასევე მონაწილეობენ სამართლის სკოლის მიერ განხორციელებად სასწავლო პროცესში.“. 9. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 26. აკადემიის სტუდენტი აკადემიის სტუდენტად იწოდება პირი, რომელიც ერთიანი ეროვნული ან საერთო სამაგისტრო გამოცდების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა) და აკადემიის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარების, სამინისტროს სპეციალური სამედიცინო შემოწმების დადებითად გავლისა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხება აკადემიაში აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.“. 10. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტი;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 29 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები