დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხონის მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016202 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/2014 - 10/10/2014)
|
საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ფერმერული მეურნეობის განვითარების მიზნით ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესი (დანართი №1.)
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის
ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესი |
წინამდებარე წესი აწესრიგებს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამგეობის სხვა ხარჯებიდან გათვალისწინებული ურთიერთობებს, განსაზღვრავს აღნიშნული დახმარების გაწევაზე უფლებამოსილ დაწესებულებას, ადგენს დახმარების სახეებს და დახმარების გაწევის ძირთად სახელმძღვანელო პრინციპებს. |
თავი I
პროგრამით გათვალისწინებული დახმარების სახეები |
| მუხლი 1 |
1. ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით (შემდგომში პროგრამა) გათვალისწინებულია შემდეგი სახეები:
ა) ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების სრული კვლევა; ბ) ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების ნაყოფიერების კვლევა;
|
თავი II
პროგრამით გათვალისწინებული დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია |
| მუხლი 2 |
1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება გაწევათ:
ა) პირებს, რომელთაც დადგენილი წესით რეგისტრირებული აქვთ არანაკლები 1,5 ჰა-ზე ოდენობის მიწის ნაკვეთი; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს , რომელთაც მუდმივ მფლობელობაში ან დროებით სარგებლობაში არანაკლები ხუთი წლის ვადით გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები; გ) დამწყებ ფერმერებს, რომელთაც აქვთ საკუთრებაში დარეგისტრირებული ფართობი არანაკლები 5 ჰა-სა. 2.დახმარების სახე განისაზღვრება ბენეფიციარისა და დახმარების მხრიდან უფლებამოსილი პირის ურთიერთშეთანხმების შედეგად. 3. ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში რეგისტრირებული აქვთ არანაკლები 1,5 ჰა მიწის ნაკვეთი, ნიადაგის კვლევის ხარჯების 80 % დაფინანსდება დახმარებით, ხოლო 20%-ი თავად ბენეფიციარის მიერ. 4.ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციარებს ნიადაგის კვლევის ხარჯები დახმარების გაცემისგან აუნაზღაურდებათ სრულად. 5.დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია: პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად პირმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან სარეგისტრაციო დოკუმენტის ასლი; გ) მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). |
თავი III
დახმარების გაწევის ორგანიზება და ადმინისტრირება
|
| მუხლი 3 |
1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს გამგეობის მიერ შექმნილი დროებითი კომისია და გამგეობის შესაბამისი სამსახური.
2. დროებითი კომისია იქმნება გამგებლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე
|
| მუხლი 4 |
1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარი განცხადებით და თანდართული დოკუმენტაციით წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგეობას.
2. გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება რეგისტრაციის შემდეგ დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება შესაბამის სამსახურს.
|
| მუხლი 5 |
სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე განცხადებას საჯაროობის პრინციპის დაცვით განიხილავს დროებითი კომისია.
|
| მუხლი 6 |
1. კომისია დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით
2. დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად ყოველი კონკრეტული საკითხის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
|
| მუხლი 7 |
1. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის ოქმის საფუძველზე იღებს გამგებელი და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. |
| მუხლი 8 |
დახმარების გაცემის შესახებ ბრძანების ასლი იგზავნება გამგეობის საფინანსო სამსახურში, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფს დახმარების სათანადო წესით გაცემას.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები