დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 111-უ.ს.შ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 18/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 1381 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი.
2. უმაღლესი საბჭოს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი განისაზღვროს 4958,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) ხარჯები 4883,8 ათასი ლარი:
ა.ა) შრომის ანაზღაურება 3468,9 ათასი ლარი;
ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა 75,0 ათასი ლარი.
3. უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნება განისაზღვროს 125 საშტატო ერთეულით.
4. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებული იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.
5. დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი
2014 წლის 18 სექტემბერი
№111 - უ.ს.შ.ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები