აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვაზე

  • Word
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვაზე
დოკუმენტის ნომერი 110-უ.ს.შ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 18/09/2014
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
110-უ.ს.შ.ს.
18/09/2014
ვებგვერდი, 26/09/2014
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების მიმოხილვაზე

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების მიმოხილვა და  ადგენს:

  1. ცნობად იქნეს მიღებული  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების მიმოხილვა და დაშვებული შეცდომებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ:

ა) დასახოს საჭირო ზომები ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ბიუჯეტის შემოსულობებისა (ასევე, ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთის) და გადასახდელების კვარტალური დაგეგმვის ორგანიზებისა და სრულყოფის მიზნით;

ბ) სათანადო ყურადღება დაუთმონ ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალური გეგმის მაქსიმალურ შესრულებას, ასიგნებების გადანაწილებას;

გ) გაატაროს ღონისძიებები 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების საქმეში გამოვლენილი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების სამომავლოდ აღმოფხვრის მიზნით;

დ) საბიუჯეტო პროცესის სრულყოფილად წარმართვისას მკაფიოდ განსაზღვროს შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობის სფერო;

ე)  მხარჯავმა დაწესებულებებმა  კრიტიკულად გააანალიზონ 2014 წლის ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულება და მიიღონ ეფექტური ზომები სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებასა და შედეგებზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაკეთდეს ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტალის შესრულების მიმოხილვის დროს.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                ავთანდილ ბერიძე

ჩაქვი  

2014 წლის 18 სექტემბერი

№110 - უ.ს.შ.ს.