„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2014
ძალაში შესვლის თარიღი 24/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 05/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016251
41
24/09/2014
ვებგვერდი, 01/10/2014
010250050.35.123.016251
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2014 წლის 24 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის № 36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
შეტანილ იქნეს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №36 დადგენილების /სსმ matsne@justice.gov.ge 19.09.2014. 010250050.35.123.016246/ დანართში შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების დანართის მე–10 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობისათვის შეტყობინების მომზადებას, რომელიც ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.“

2. დადგენილების დანართის მე–15 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტესტირების გადასალახად აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას ადგენს კომისია.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 24 სექტემბრიდან.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი