დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.158.016178 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №8 დადგენილებაში (ვებგვერდი 16.07.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.158.016153) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
1. რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს მორიგი სხდომები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ორჯერ. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის პირველ და მესამე ორშაბათს (ხოლო თუ ორშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დეღეს)“. 2. რეგლამენტის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ორჯერ. როგორც წესი, ყოველი თვის პირველ და მესამე ორშაბათს (თუ ორშაბათი არასამუშაო დღეა მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიცილურ მოწვევას“. 3. რეგლამენტის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს სხდომა იწყება დილის 11 საათზე და მთავრდება 18 საათზე. სხდომები მიმდინარეობს შემდეგი განრიგით: ა) დილის სხდომა 11.00-დან 14.00-მდე; ბ) საღამოს სხდომა 15.00-დან 18.00-მდე; გ) შესვენებები: 12.30 -დან 12.45-მდე; 14.00-დან 15.00-მდე; 16.30-დან 17.00-მდე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები