დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტი გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016176 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში (ვებგვერდი 17.07.2014 წ .სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016161) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება: |
| მუხლი 1 |
1. დებულების მე-7 მუხლის მეშვიდე პუნქტს დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძცელზე ადასტურებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წამომადგენელი. 2. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,11 გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში 1. გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი. 3. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. გამგებლის წარმომადგენელი: ა) გამგებელს წარუდგენენ ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ბ)გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას; გ)უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებლივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას: ე)გამგებელს აწვდის ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინასებული პროგრამების და ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ; ვ) მონიტორინგს უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს გამგებელს; ზ) მონაწილეობენ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში; თ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს ადმინისტრაციულ ერთეულის ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე დაქტობრივად ცხოვრების ფაქტს. ი)გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; კ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 3. დებულებას დაემატოს 181 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,181 საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობის ფორმას ამტკიცებს გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით. 2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს ცნობების ასლები. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები