„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს № 27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016177
32
24/09/2014
ვებგვერდი, 29/09/2014
190020020.35.158.016177
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს № 27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2014 წლის 24 სექტემბერი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს № 27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის  დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №27 დადგენილებით (ვებგვერდი, 14/08/2014წ. სარეგისტრაციო კოდი190020020.35.158.016172) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

მუხლი 1
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-6 მუხლის  2-პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზემოთ ჩამოთვლილი სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში, დაფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი)  ლარის  ოდენობით (2014 წლის 01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).“

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-7 მუხლის    მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი   და მეორე  პუნქტებით გათვალისწინებული დახმარებები  გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით , მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-13  მუხლი  ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„1.ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება  განისაზღვროს არაუმეტეს 200(ორასი) ლარისა  და სამედიცინო დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს  1000(ერთი ათასი) ლარამდე.“

2. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე:

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი:

გ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ ან ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან:

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები ან (მკურნალობის შემთხვევაში) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი მკურნალობის ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

3. დახმარება გაიცემა  მუნიციპალიტეტის შესაბამის  ადმინისტრაციულ  ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის,  მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების  ერთობლივი აქტისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის  დასკვნის  საფუძველზე.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“

მუხლი 2
დადგენილება    ამოქმედდეს   2014 წლის 1 ოქტომბრიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი