დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-69/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016296 |
|
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1.
დამტკიცდეს თანდართული იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი
1. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის შესაბამისად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებაში ამავე დაწესებულების ადმინისტრაციის ბრძანებით იქმნება ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია (შემდგომში - კომისია), დაწესებულების კლინიკური ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით, არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით, რომელიც დაკომპლექტებულია მკურნალი ექიმ-ფსიქიატრით, დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრით, დაწესებულების ფსიქიატრიის დარგის მუშაკით და მოწვეული სპეციალისტით. 2. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კომისიის გაფართოება სხვა სპეციალისტების მოწვევით. 3. კომისია ვალდებულია: ა) პირის სტაციონარში მოთავსების შემდეგ, წელიწადში ერთხელ შეაფასოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა; ბ) ჩაატაროს ვადამდელი შეფასება პაციენტის მკურნალი ექიმ-ფსიქიატრის მოთხოვნის საფუძველზე, თუ პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საფუძველს იძლევა; გ) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობისა და რისკის შეფასების სტანდარტის გათვალისწინებით, ხმათა უმრავლესობით. 5. დასკვნას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. 6. კომისიის წევრის განსხვავებული აზრი წერილობით უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. 7. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება ადმინისტრაციას დაწესებულების მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად. 8. კომისიის წევრთა აზრის გაყოფის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას - საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც წერილობით აქვს მინიჭებული ამგვარი უფლებამოსილება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები